2016-08-05

მემორანდუმი თსუ-სა და „კამარას“ შორის

5 აგვისტოს, 11.00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „კამარას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე და შპს „კამარას“ დირექტორი გიორგი მაჭავარიანი.  დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების და ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას, გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობას პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.

« იხ. ყველა ანონსი