2011-03-28

სამართლებრივი ოლიმპიადა 2011

28 მარტს, 13.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები თბილისის საქალაქო სასამართლოს ინიციატივით გამართულ  სამართლებრივ ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას. სამართლებრივი ოლიმპიადა, რომელიც საერთო სპეციალიზაციის მიხედვით (სამოქალაქო,   ადმინისტრაციული და სისხლის სამართლი) გაიმართება, 5 ეტაპს მოიცავს : კაზუსის ამოხსნა; სამართლებრივი კითხვები; მეტყველება ორატორობა; სამართლებრივი შეცდომების კორექტირება და დებატები.
ოლიმპიადა საზოგადოებრივი სასამართლოს პროექტის ფარგლებში იმართება და მასში მონაწილეობას თსუ–სთან ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და კავკასიის სამართლის სკოლის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც მიიღებენ.
სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების შვიდწევრიანი გუნდები, ერთმანეთს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს გაუზიარებენ. მომავალი იურისტების საუკეთესო გუნდს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.
სამართლებრივი ოლიმპიადის მიზანია სასამართლოსა და  მომავალი იურისტების დაახლოება, პრაქტიკულ უნარ-ჩვევების განვითარება,მათი უშუალოდ ჩართვა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და რაც მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვა.

მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ., 6 თბილისის საქალაქო სასამართლო
« იხ. ყველა ანონსი