2017-11-03
“გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”
3 ნოემბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართება II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”. ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი თეიმურაზ ბერიძე, ქართველი, უცხოელი მეცნიერები და სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები.
კონფერენციაზე, რომელიც თსუ 100 წლის იუბილეს ეძღვნება, წარმოდგენილია მსოფლიოს 7 სახელმწიფოს 140-მდე ნაშრომი და სამეცნიერო სტატია.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი ირაკლი კოვზანაძე, ქალაქ თბილისის მერი, თსუ პროფესორი დავით ნარმანია, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, თსუ პროფესორი ნოდარ ხადური, თეორიული ეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ სართანია, ინგოლშტატის ტექნიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი გიუნტერ ჰოფბაუერი, ვურცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი რაინერ ვერნერი და სხვები.

კონფერენციაზე იმუშავებს 13 თემატური სექცია. ღონისძიება 4 ნოემბერს დასრულდება.
მისამართი:უნივერსიტეტის ქ. 2, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის (206-ე) აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი