2014-01-10

გამოყენებით მათემატიკაში ზამთრის სასწავლო-სამეცნიერო სკოლის გახსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა“ და თსუ ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გამოყენებით მათემატიკაში ზამთრის სასწავლო-სამეცნიერო სკოლის გაიხსნისა და დახურვისადმი მიძღვნილი  ღონისძიებები გაიმართება.
10 იანვარს, 18:30 საათზე  თსუ I-კორპუსის სააქტო დარბაზში საზეიმო კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: რასიმ და რამინ პირმამედოვები (ფორტეპიანო და თარი), ქრისტინა და რეგინა მეირაბოვები (ფორტეპიანო),თიკა ირემაშვილი (ვოკალი).
18 იანვარი, 15:30 საათზე   თსუ ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში მოსწავლეთა გუნდი  გამართავს დასკვნით კონცერტს.

მისამართი:  უნივერსიტეტის ქ. 2, თსუ ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი

 



 

 

« იხ. ყველა ანონსი