2015-04-29

დოკუმენტური ფილმის „ხმა ამოიღეთ!“ ჩვენება თსუ-ში

29 აპრილს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმის „ხმა ამოიღეთ!“ ჩვენება გაიმართება. ფილმი გადაღებულია გაეროს პროგრამა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“,  „ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბისა“ და „თსუ  გენდერის კვლევების ინსტიტუტის“ მხარდაჭერით.

ფილმი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებს ეძღვნება .

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი