2017-04-12

თსუ ახალგაზრდული ცენტრის ღონისძიების ანონსი

12 აპრილს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი მხატვრული კითხვის კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

კონკურსის იდეა ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს ეკუთნის. 25-მა აზებაიჯანელმა და სომეხმა სტუდენტმა საკონკურსოდ ქართული პოეზიის ნიმუშები მოამზადა. პედაგოგებისა და სტუდენტებისგან სპეციალურად დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს 3 საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეს.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან!


მისამართი: თსუ, VII კორპუსი, ქ.წამებულის ქ. #55
« იხ. ყველა ანონსი