2014-05-27

ფოტოგამოფენა „ქალები 90-იანი წლების მიჯნაზე“

27 მაისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოგამოფენა „ქალები 90-იანი წლების მიჯნაზე“ გაიხსნება. გამოიფინება ფოტოგრაფი ნაზი გაბაიძის პირადი ფოტოარქივიდან შერჩეული მასალა, რომელიც მოიცავს „ქალთა სამოქალაქო აქტივობას 88-91 წლებში“

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული მოძრაობის დასაწყისი პერიოდი, 9 აპრილის შემდგომ განვითარებული მოვლენები,  კომუნისტური პარტიის ლიდერებსა და ეროვნულ ძალებს შორის გამართული საიდუმლო მოლაპარაკებები ჩაის სახლში, წითელი ჯვრის ჩამოსვლა, მერაბ კოსტავას დასაფლავება და შემდგომი დაპირისპირება ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის და  პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ გამართული გამოსვლები.

გამოფენა  3 ივნისამდე გაგრძელდება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მესამე სართული, თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი