2011-05-21

ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია

21 მაისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება. კონფერენციის თემაა: „პიროვნება, კულტურა, საზოგადოება“.



მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VI კორპუსი, აუდიტორია №303
« იხ. ყველა ანონსი