2013-02-15

თსუ-ს პრეზენტაცია განათლების ფორუმზე

15 თებერვალს, 11.45 საათზე საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯია“ განათლების ფორუმი გაიხსნება.
14.30 საათზე განათლების ფორუმის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პრეზენტაციას გამართავს. თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ხარისხის მართვისა და სასწავლო დეპარტამენტების წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები აბიტურიენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს მათთვის საჭირო  და აუცილებელ ინფორმაციას მიაწვდიან, პასუხს გასცემენ ნებისმიერ კითხვაზე. პრეზენტაციაზე დარიგდება ბუკლეტები და საგაზეთო ჩანართი აბიტურიენტებისთვის  მნიშვნელოვანი ინფორმაციით.

მისამართი: წერეთლის გამზ. 118, საგამოფენო ცენტრი „ექსპო-ჯორჯია“ , №11 პავილიონი


« იხ. ყველა ანონსი