2014-11-06

სამეცნიერო ფორუმი „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება“

6 ნოემბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო ფორუმი თემაზე: „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება“. ფორუმზე მოხსენებით გამოვა პროფესორი გიორგი ხუბუა.

ღონისძიებას დაესწრებიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, თსუ-სა და  საქართველოს სხვა უნივერსიტეტების ადმინისტრაციული, საკონსტიტუციო და სოც-პოლიტიკური მიმართულებების წარმომადგენლები.

სამეცნიერო ფორუმი თსუ ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია № 101

« იხ. ყველა ანონსი