2011-09-07

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სტუმრად თსუ–ში

7 სექტემბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თავდაცვისა და პოლიტიკური დაგეგმარების საკითხებში ჰუსეინ დირიოზი ეწვევა. ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე  ნატო–საქართველოს ურთიერთობებისა და წლიური ეროვნული პროგრამის შესახებ ისაუბრებს. შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია, არასამთავრობო ორგანიზაციის და სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა.
« იხ. ყველა ანონსი