2011-06-08

ინგლისურენოვანი იმიტირებული პროცესის ფინალი საერთაშორისო სამართალში

8 ივნისს, 17.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პირველი ქართული ინგლისურენოვანი იმიტირებული პროცესი საერთაშორისო სამართალში –  ICJ Modeling TSU Cup 2011-ის ფინალური რაუნდი. პროექტის ორგანიზატორები არიან ELSA საქართველო, თსუ–ს სტუდენტური თვითმმართველობა, ELSA თბილისი, გამა პრო ბონო ჯგუფი და თსუ–ს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტი. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან იუსტიციის სამინისტროს, სახალხო დაცველის და სხვა ორგანოებისა თუ ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამართლის პროფესორები.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gpbgroup.org (projects)
ან დაუკავშირდით info@gpbgroup.org

მისამართი: ი. ჭავჭავაძის 3, თსუ მე–2 კორპუსი, 1–ლი სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა.

« იხ. ყველა ანონსი