2014-05-07
პროფესორ ამირან კავაძის საჯარო ლექცია „საქართველოს საგარეო სამსახურის ინსტიტუციური განვითარება: პირადი მოგონებები და გამოცდილება“
7 მაისს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექცია
„საქართველოს საგარეო სამსახურის ინსტიტუციური განვითარება: პირადი მოგონებები და გამოცდილება“.
ლექციას წაიკითხავს ცნობილი ქართველი დიპლომატი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ამირან კავაძე. ბატონი ამირან კავაძე სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ვატიკანში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, შვედეთში და ფინეთში. იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №165 , თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი
« იხ. ყველა ანონსი