2011-08-26

თანამშრომლობის მეორანდუმი სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან

26 აგვისტოს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმს ხელს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ალექსიძე მოაწერენ.
მემორანდუმის მიზანია მსჯავრდებული პირებისათვის პროფესიული განათლების მიღების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა, უნივერსიტეტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსათვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენა სამართლებრივ, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, მედიცინისა და სხვა სფეროებში.
თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგების განხორციელება. ასევე, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში, ფაკულტეტის პროფესორთა გასვლითი ლექციების ჩატარება და ლექციების დისტანციური კურსის შექმნა.

მის: ალექსანდრე ყაზბეგის №42, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო

« იხ. ყველა ანონსი