2014-07-07

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის

7ივლისს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მოაწერენ ხელს.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ რელიგიათა მეცნიერულ შესწავლას და საქართველოს სახელმწიფოს მწყობრი რელიგიური პოლიტიკის შემუშავებას: განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო,  და კვლევით პროექტებსა და პროგრამებს საზოგადოების რელიგიური განწყობების შესასწავლად და რელიგიის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად; განახორციელებენ დაინტერესებული ჯგუფების, მათ შორის, სააგენტოს თანამშრომლებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ერთობლივ სემინარებსა და ტრენინგ პროგრამებს; ითანამშრომლობენ უნივერსიტეტთან არსებული ცენტრის მიერ რელიგიათმცოდნეობის, რელიგიისა და პოლიტიკის, რელიგიის სამართლის აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო-თეორიული ლიტერატურის შემუშავების საქმეში და სხვა.

მისამართი: ი ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი , 107-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი