2016-05-20

გამოფენა - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკოსები"

24 მაისს, 12:00 საათზე, თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და ბიბლიოთეკა საქართველოს დამოუკიდებლობის კვირეულთან დაკავშირებით გამართავს გამოფენას: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკოსები“,  გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება XX საუკუნის დასაწყისში შესრულებული ჩანახატები, რომლებზეც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკოსები არიან გამოსახული. ნახატების უმეტესი ნაწილი შესრულებულია შალვა ქიქოძისა და ოსკარ შმერლინგის მიერ.

მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, პირველი კორპუსი, ცენტრალური ფოიე.
« იხ. ყველა ანონსი