2016-12-26

შეხვედრა ,,ჰარი პოტერის’’ ქართველ მთარგმნელებთან

26 დეკემბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ინგლისელი მწერლის ჯოან როულინგის წიგნების სერიის "ჰარი პოტერის" ქართველ მთარგმნელებთან შეხვედრა გაიმართება.

• ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა - მთარგმნელი მანანა ანთაძე;
• ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი; ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე - მთარგმნელი დავით გაბუნია;
• ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი;  ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი - მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი;
• ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი - მთარგმნელი ირაკლი ბერიაშვილი;
• ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - მთარგმნელი ციცო ხოცუაშვილი;

საღამოზე მთარგმნელები ისაუბრებენ მწერალ ჯოან როულინგის შემოქმედებაზე, "ჰარი პოტერის" შვიდნაწილიან ფანტასტიკური ჟანრის წიგნების სერიასა და აღნიშნული ნაწარმოების თარგმნის პროცესის შესახებ.

შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ზამთრის საჯარო ლექციების ციკლის ,,ქალი მწერლები მსოფლიო ლიტერატურაში’’ ფარგლებში გაიმართება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი