2015-05-08

ევროკავშირისადმი მიძღვნილი გამოფენა თსუ-ში

8 მაისს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის“ ორგანიზებით ევროკავშირისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის სტენდი - ქვეყნების ტრადიციული ნივთები, კერძები, სუვენირები. გამოფენის ფარგლებში განთავსდება ევროკავშირის წარმომადგენლობისა  და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) სტენდებიც.

გამოფენის მიზანია დამთვალიერებლებს გააცნოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კულტურული თავისებურებები და ტრადიციები.

ღონისძიებაზე მოწვეული არიან ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ასევე სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლები.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის 1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი