2010-05-18
თვითმმართველობის არჩევნები თსუ-ში
18 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის მესამე მოწვევის არჩევნები ჩატარდება. კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა 9 მაისს ამოიწურა. თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 212 კანდიდატია დარეგისტრირებული, საიდანაც 2 წლის ვადით თვითმმართველობის 110 წევრი უნდა აირჩიონ. არჩეული წევრები საკუთარი რიგებიდან თვითმმართველობის პრეზიდენტს აირჩევენ. ცესკოში რეგისტრაცია "ერთიანი სტუდენტური მოძრაობის", "სტუდენტური ერთობის", სტუდენტური ჯგუფის "პირველების" წარმომადგენლებმა, ასევე დამოუკიდებელმა კანდიდატებმა გაიარეს.
არჩევნები თსუ-ის ექვსივე ფაკულტეტზე ჩატარდება. ხუთი ფაკულტეტი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა, იურიდიული, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები) 20-20 წევრს აირჩევს, ხოლო ერთი _ სამედიცინო ფაკულტეტი, სტუდენტთა კონტინგენტის მიხედვით _ თვითმმართველობის 10 წევრს შეარჩევს.
არჩევნებს მონაწილე ჯგუფების დამკვირვებლები და ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია _ ნორვეგიის ახალგაზრდა ლეიბორისტები დააკვირდებიან. არჩევნების შედეგები ცნობილი 3 დღის ვადაში გახდება. არჩევნებიდან ერთ კვირაში კი თვითმმართველობის პრეზიდენტი დასახელდება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წინა არჩევნები 2008 წლის 8 მაისს ჩატარდა, რომლის დროსაც სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად გიორგი შამათავა აირჩიეს.
« იხ. ყველა ანონსი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge