2010-01-31

შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებთან

სამშაბათს, 2 თებერვალს 14:00-16:00 საათზე თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური აწყობს შეხვედრას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე განიხილება ინსტიტუციური აკრედიტაციისთვის მზადების პროცესთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრა გაიმართება თსუ მე–2 კორპუსში, გაეროს აუდიტორიაში.

 
« იხ. ყველა ანონსი