2011-04-07

პროფესორ ჰაინც ფენრიხის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

7 აპრილს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ცნობილი ქართველოლოგის, პროფესორ ჰაინც ფენრიხის, დაბადებიდან 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა და პროფესორის წიგნების პრეზენტაცია ჩატარდება. დაგეგმილია ჰაინც ფენრიხის უახლესი ქართველოლოგიური ნაშრომების განხილვა. ღონისძიება თსუ–ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ხორციელდება.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII კორპუსი, II სართული, ოთახი №220
« იხ. ყველა ანონსი