2017-02-10

მეხუთე ყოველწლიური საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

10 თებერვალს, 10:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეხუთე ყოველწლიური საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებში პლენარული სესია გაიმართება. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება დეპარტამენტების სამეცნიერო ანგარიშები, თითოეული დეპარტამენტი წარმოადგენს ერთი სამეცნიერო მოხსენებას. კონფერენციის ბოლოს თითოეული დეპარტამენტიდან გამოვლენილი გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან დეკანის პრიზით.  

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე 


« იხ. ყველა ანონსი