2013-11-29

სტუდენტური აქცია „მათ ჩვენი იმედი აქვთ“

29 ნოემბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტური აქცია „მათ ჩვენი იმედი აქვთ“. აქციის მსვლელობისას ყველა სტუდენტს საშუალება ექნება ჩაერთოს აქციაში, გაიღოს სისხლი და გახდეს დონორი.

აქციის ფარგლებში შიდსის შესახებ ლექციას წაიკითხავს თსუ მედიცინის ფაკულტეტის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის სრული პროფესორი თენგიზ ცერცვაძე.

სტუდენტური აქცია 1 დეკემბერს - შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეძღვნება. შიდსმა 1981 წლიდან მსოფლიოში 30 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველი და დესტრუქციული ეპიდემიის სახელით შევიდა. ბოლო დროს, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, შიდსით ინფიცირების შემთხვევების მატება შეინიშნება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი