2017-04-20
საჯარო ლექცია „საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე - მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“
20 აპრილს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის Erasmus + პროგრამის, ჟან მონეს პროექტის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის არჩილ ყარაულაშვილის საჯარო ლექცია „საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე - მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“ გაიმართება.
თემაზე „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოს აკადემიურ წრეებში“ მოხსენებებს წაიკითხავენ პროფესორი გაგა გაბრიჩიძე და ფილოსიფიის მეცნიერებათა დოქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში თამარ ხუნწარია. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები დაესწრებიან.
საჯარო ლექცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება.
მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 101-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი