2013-03-15

„აკაკის მოგზაურობის კვალდაკვალ“

15 მარტს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებულ კინოკლუბში გაიმართება ფილმის ჩვენება, რომელიც პირველი ქართული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შექმნის 100 წლისთავს ეძღვნება.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე ხელოვნების მიმართულების სტუდენტების 2010 წლის პროექტის „აკაკის მოგზაურობის კვალდაკვალ“ პრეზენტაცია.  

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის მცირე დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი