2012-12-20

სატელევიზიო ფილმის - “უღმერთოთა ღამე” პრეზენტაცია

20  დეკემბერს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სატელევიზიო ფილმის - “უღმერთოთა ღამე” პრეზენტაცია გაიმართება.
ფილმი საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ არის გადაღებული და  გასული საუკუნის 20-30-იან წლებში კომუნისტური ხელისუფლების მიერ რელიგიისა და კერძოდ, მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ეხება. მასში ნაჩვენებია კომუნისტური რეჟიმის მიერ სასულიერო პირთა და მორწმუნეთა დევნა, რეპრესიები და ანტირელიგიური პროპაგანდის მეთოდები. ფილმის მასალა  საარქივო დოკუმენტებისა და იმდროინდელი პერიოდული გამოცემების მიხედვით აღდგენილ რეალურ ისტორიებს ასახავს. „უღმერთოთა ღამეში“ მოთხრობილი ისტორიები ძირითადად აგებულია დადგმითი სცენების მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობენ მსახიობები. გარდა ამისა, გადმოცემულია დოკუმენტური მასალაც.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია (მელიქიშვილის სახ. აუდიტორია)

« იხ. ყველა ანონსი