2015-09-11

ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება თსუ-ში

11 სექტემბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში ცნობილი ქართველი ემიგრანტის, ამერიკაში მოღვაწე ავია-კონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილისადმი (ქართველის) მიძღვნილი ავია-კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენება გაიმართება, რომელიც ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს .

ავია-კვირეული 9 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა და 19 სექტემბრამდე გასტანს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N13, თსუ VIII კორპუსი, მე-4 სართული, ქართული ემიგრაციის  მუზეუმი

« იხ. ყველა ანონსი