2014-08-25

თსუ საზაფხულო სკოლა „ციფრული კვლევის მეთოდები ფილოლოგიურ მეცნიერებებში“

25 აგვისტოს, 09.00 სათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საზაფხულო სკოლა „შესავალი ციფრულ ფილოლოგიაში“.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ სალერნოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯან პაოლო რენელო (იტალია) და სოფიის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი დიმიტარ ილიევი (ბულგარეთი).

საზაფხულო სკოლა დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის № 13, თსუ მე-8 კორპუსი, II სართული, ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი