2013-11-07
საჯარო ლექცია „რუსეთის საგარეო პოლიტიკა 1991-2013 წლებში“
7 ნოემბერს, 15.00 საათზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ცენტრალური აზიისა და კავკასიის შესწავლის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის
სტანისლავ პრიტჩინის საჯარო ლექცია
„რუსეთის საგარეო პოლიტიკა 1991-2013 წლებში“. ლექციაზე სტანისლავ პრიტჩინი ისაუბრებს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების შიდა და გარე ფაქტორებზე, თეორიულ ასპექტებსა და პარადიგმებზე, რეგიონულ პრიორიტეტებზე.
სამუშაო ენა - რუსული
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
სამუშაო ენა - რუსული
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი