2013-11-07

საჯარო ლექცია „რუსეთის საგარეო პოლიტიკა 1991-2013 წლებში“

7 ნოემბერს, 15.00 საათზე   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ცენტრალური აზიისა და კავკასიის შესწავლის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის სტანისლავ პრიტჩინის საჯარო ლექცია „რუსეთის საგარეო პოლიტიკა 1991-2013 წლებში“.  ლექციაზე სტანისლავ პრიტჩინი ისაუბრებს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების შიდა და გარე ფაქტორებზე, თეორიულ ასპექტებსა და პარადიგმებზე, რეგიონულ პრიორიტეტებზე.

სამუშაო ენა - რუსული

დასწრება თავისუფალია.


 მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი