2014-12-27

დავით მაზიაშვილის წიგნის „ტომ სტოპარდი და პოსტმოდერნიზმი“ პრეზენტაცია

27 დეკემბერს, 13:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ-ის ფილოლოგიის დოქტორის დავით მაზიაშვილის წიგნის „ტომ სტოპარდი და პოსტმოდერნიზმი“ პრეზენტაცია.

წიგნი ეძღვნება ცნობილი ბრიტანელი დრამატურგის ტომ სტოპარდის შემოქმედებას. ავტორი ყურადღებას ამახვილებს პოსტმოდერნისტული ესთეტიკის კვლევაზე ტომ სტოპარდის ძირითად დრამატურგიულ და კინემატოგრაფიულ ნაწარმოებებში. ამ კუთხით კომპლექსურად შესწავლილი და გააზრებულია პოსტმოდერნული ეპოქისა და პოსტმოდერნისტული ესთეტიკის თავისებურებანი. ასევე განსაზღვრულია თავად ავტორის დამოკიდებულება ისეთი რთული მოვლენის მიმართ, როგორიც პოსტმოდერნიზმია.

წიგნი განკუთვნილია სპეციალისტებისათვის, სტუდენტებისა და ზოგადად პოსტმოდერნული ეპოქით და ლიტერატურით დაინტერესებული ფართო მკითველისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგის ტომ სტოპარდის შემოქმედების შესახებ დავით მაზიაშვილის წიგნი  პირველი მონოგრაფიული ნაშრომია ქართულ სინამდვილეში.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსის ბიბლიოთეკა (მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი)

« იხ. ყველა ანონსი