2013-07-09

თსუ პროფესორები უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდებიან

9 ივლისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ღვაწლმოსილი პროფესორები: ნატალია ორლოვსკაია (ინგლისური ლიტერატურა და ქართულ-დასავლური ლიტერატურული ურთიერთობები), არიანე ჭანტურია (ინგლისური ენა, თარგმანი, ლექსიკოგრაფია) და ნანა მამაცაშვილი (ინგლისური ენა) უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდებიან. 
ღონისძიებას თსუ პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

 მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე


« იხ. ყველა ანონსი