2013-06-02

„რა? სად? როდის?“

2 ივნისს, 13:00 საათზე თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში „ჰერეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება ქურმუხელი“,  ინტელექტუალურ თამაშს „რა? სად? როდის?“ გამართავს.
თამაშში ის ქართველი სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებმაც სკოლა საქართველოს საზღვრებს მიღმა- აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში დაამთავრეს.

მისამართი: ალექსიძის ქ. ¼, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი