2019-12-13

,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“ მე-9 ნომრის პრეზენტაცია გაიმართება

13 დეკემბერს, 12 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის საერთაშორისო-სამეცნიერო ჟურნალის, ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“  მე-9 ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. 
ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პატროლოგიის, კრიტიკული ჰაგიოგრაფიისა და საეკლესიო ისტორიის ჟურნალ “Scrinium”-ის რედაქტორი, პროფესორი ბასილ ლურიე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორები და სტუდენტები.
ჟურნალი ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის 130 წლისთავს.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია. 

« იხ. ყველა ანონსი