2016-11-07

პროფესორ თედო ნინიძის 65 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია

11 ნოემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება პროფესორ თედო ნინიძის 65 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია.

კრებული გამოიცა იურიდიული ფირმების - ,,ჯეი ენდ თი ქონსალთინგისა“ და „დეკერტ საქართველოს“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით. საიუბილეო კრებულში აისახა ახალგაზრდა ქართველი იურისტების სამეცნიერო ნაშრომები სამართლის სხვადასხვა დარგის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე. პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმასპინძლებს „დიდი ოთხეულის“ წევრი კომპანია "EY საქართველო".

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.#1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (პეტრე მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი