2015-11-27

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდასაჭერი ღონისძიება - „იყავი ერთი 700–დან“

27 ნოემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ორგანიზაცია „კავშირი ადმიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“  მართავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდასაჭერ ღონისძიებას. დღის ცენტრი ფინანსური პრობლემების გამო დახურვის საფრთხის წინაშე დგას. ამ პრობლემის მოგვარებაზეა ორიენტირებული საღამო. ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ:  რობი კუხიანიძე, ირმა სოხაძე, გიორგი სუხიტაშვილი, Band’e’Roll, მაგდა ვასაძე, ანსამბლი დეკა და ა.შ. მოეწყობა ასევე დღის ცენტრის ბენეფიციარების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნამუშევრების და  “Dephani Kid Art” მოსწავლეების ნახატების გამოფენა.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და  ბავშვების ხელოვნების სკოლა „Dephani Kid Art”.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი