2013-11-27

პრეზენტაცია - უმაღლესი განათლება და მეცნიერება საქართველოში

27 ნოემბერს, 14.00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მდგომარეობის ანალიზის პრეზენტაცია მოეწყობა. პრეზენტაციაზე უნივერსიტეტების ავტონომიაზე, აკადემიურ თავისუფლებაზე და სხვა პრობლემურ საკითხებზე დისკუსია გაიმართება.

ღონისძიებას  თსუ  რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიური წრეების, ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელები, სასწავლო პროცესების მართვის, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტების ხელმძღვანელები, სტუდენტები, სხვაასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაესრებიან.

დოკუმენტი მომზადდა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის მიერ პროექტის "უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში-რეფორმის პლატფორმის ჩამოყალიბება" ფარგლებში.

მიმდინარე მოვლენებმა ცხადყო, რომ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში მკაფიო ხედვის არარსებობა და სარეფორმო პროცესების კოორდინაციის ნაკლებობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მდგრადი შედეგების მიღწევას. ასეთ მიდგომას დაინტერესებული მხარეების მხრიდან კვლევასა და ანალიზზე დაფუძნებული ინიციატივები უნდა დაუპირისპირდეს.

 სიტუაციური ანალიზის დოკუმენტი მოიცავს ხუთ მიმართულებას: 1. უნივერსიტეტების ავტონომია და აკადემიური თავისუფლება; 2. უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაფინანსება და ფინანსური მართვა; 3. კვლევისა და სწავლების ინტეგრაცია ; 4. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა; 5. უმაღლესდამთავრებულთა დასაქმება.

დოკუმენტს უკვე გაეცნო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. დაგეგმილია დოკუმენტის განხილვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი