2014-02-04

წიგნების პრეზენტაცია

4 თებერვალს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება  წიგნების -  მამუკა წურწუმია - „საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები, ტ. I“, „საისტორიო კრებული N 3“ - წარდგინება.

„საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხების“ პირველი ტომი მოიცავს ავტორის კვლევებს საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ისტორიისა და სამხედრო ხელოვნების დარგებში; წიგნში განხილულია შუა საუკუნეების ქართული ლაშქრის ტაქტიკისა და ორგანიზაციის, იარაღთმცოდნეობის, წმინდა მიწაზე ქართველების მოღვაწეობისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის საკითხები.

„საისტორიო კრებულის“ მესამე ტომში თავმოყრილია ნაშრომები საქართველოს ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, აღმოსავლეთმცოდნეობის, არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, ხელოვნებათმცოდნეობისა და სამხედრო ისტორიის სფეროში.

მისამართი: თსუ 1 კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი