2015-01-24

"ევროპისმცოდნეობის ინოვაციური სწავლა და სწავლების მეთოდების" შესახებ ტემპუსის პროექტის პრეზენტაცია

24 იანვარს,  09:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში "ევროპისმცოდნეობის ინოვაციური სწავლა და სწავლების მეთოდების" შესახებ ტემპუსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

პროექტის კოორდინატორია მაასტრიჰტის უნივერსიტეტი. თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მხრიდან პროექტში ჩართულნი იყვნენ პროფესორები ვასილ კაჭარავა, მერაბ აბდალაძე და თამაზ ზუბიაშვილი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №3, თსუ მე-2 კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი  №406

« იხ. ყველა ანონსი