2018-03-29

ღია კარის დღე ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე

29 მარტს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ღია კარის დღე გაიმართება.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ლექტორებთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე აბიტურიენტები გაეცნობიან ფაკულტეტზე მოქმედ პროგრამებს, მიიღებენ ინფორმაციას ღონისძიებების, საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 11 უნივერსიტეტის მე-3 კორპუსი.
« იხ. ყველა ანონსი