2013-01-31

პროექტის პრეზენტაცია – "ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვის შესწავლისა და ანალიზისათვის”

31 იანვარს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა, რომელზეც ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – "ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვის შესწავლისა და ანალიზისათვის” ფარგლებში შესრულებული კვლევის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია შედგება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: თსუ იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები; საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები; არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და თსუ-ს სტუდენტები.
 
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი  №3, თსუ II კორპუსი, I სართული,  იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
 

« იხ. ყველა ანონსი