2020-07-29
ავლიპ ზურაბაშვილის პირადი ბიბლიოთეკა უნივერსიტეტს გადმოეცა
29 ივლისს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიხსნება ცნობილი ქართველი მეცნიერის, ავლიპ ზურაბაშვილის მემორიალური კუთხე.
ცნობილი მეცნიერი, საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ავლიპ ზურაბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, მან 1927 წელს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების შემდგომ, აქვე დაიწყო სამეცნიერო მოღვაწეობა, იგი 1930 წლამდე ჯერ უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი და შემდეგ დოცენტი იყო.
ავლიპ ზურაბაშვილის პირადი ბიბლიოთეკა, მემორიალური ნივთები და საარქივო მასალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას მეცნიერის ოჯახმა გადასცა.
პირადი ბიბლიოთეკა, 2000-ზე მეტ საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის და შედგება როგორც ქართული, ისე უცხოური სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების ლიტერატურისგან. მეცნიერის არქივში დაცულია ათობით დოკუმენტი, პირადი წერილები, ფოტოები და სხვადასხვა ხასიათის პირადი წერილები, მათ შორის მისი პასპორტი და ანდერძი.
ღონისძიებას დაესწრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, რექტორის მოადგილე პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი დიმიტრი კორძაია, ავლიპ ზურაბაშვილის ოჯახის წევრები.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზი.