2014-11-17

“ამერიკელი მეცნიერის თვალით დანახული ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული სამყარო“

17 ნოემბერს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნოდარ დუმბაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო “ ამერიკელი მეცნიერის თვალით დანახული ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული სამყარო“ გაიმართება.

ნოდარ დუმბაძის შემოქმედების შესახებ მოხსენებას წაიკითხავს ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი ჯიმ თორსონი.

ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე სინქრონული თარგმანით ქართულ ენაზე.

ღონისძიება თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით იმართება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია № 317

« იხ. ყველა ანონსი