2014-05-25

საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტი - „სტურუას შექსპირის სამყარო”

25 მაისს, 16:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რუსთაველის თეატრის ერთობლივი საგანმანათლებლო-ინტელექტუალური და სახელოვნებო პროექტის „სტურუას შექსპირის სამყაროს“ ფარგლებში გაიხსნება გამოფენა „ჰამლეტი“. გამოფენილი იქნება რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები, რომლებიც რობერტ სტურუას შექსპირული დადგმების  ფოტო, ვიდეო და სხვა ისტორიულ მასალებს ასახავენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება რობერტ სტურუას „ჰამლეტის“ ვიდეოჩვენება, ასევე  გაიმართება დისკუსია მწერალ ზურაბ ქარუმიძესა და ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილთან.

პროექტი  „სტურუას შექსპირის სამყარო“ უილიამ შექსპირის დაბადებიდან 450 წლის იუბილეს ეძღვნება, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა გამოფენები, დისკუსიები, სპექტაკლების ვიდეოჩვენება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აკადემიური და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები.

პროექტის ავტორი და მოდერატორია თსუ ფილოლოგიის დოქტორი დავით მაზიაშვილი.

მისამართი: რუსთაველის გამზ. 17, რუსთაველის თეატრი







« იხ. ყველა ანონსი