2013-04-04
სემინარი ჰიპერტენზიის კვირეულის ფარგლებში
4 აპრილს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, საქართველოს ექიმთა ასოციაცია და ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოება
ჰიპერტენზიის კვირეულის ფარგლებში სემინარს გამართავს.
მოხსენებები შეეხება როგორც ინდივიდუალურ, ისე პოპულაციურ დონეებზე ჰიპერტეზიის გამოვლენისა და მართვის ძირითად პრინციპებს. ასევე განიხილება ჰიპერტენზიის სისხლძარღვოვანი გართულებების (მიოკარდიუმის ინფარქტის და თავის ინსულტის) განვითარების რისკ-ფაქტორთა კორექციის და მედიკამენტური პრევენციის საკითხები, ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობები.
სემინარში თსუ ადმინისტრაცია, ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები, დეკანატების წარმომადგენლები, რეზიდენტები და დოქტორანტები მიიღებენ მონაწილეობას. სემინარის დასასრულს მ.წინამძღვრიშვილის სახელობის გერმანულ-ქართული კარდიოლოგიის ცენტრის თანამშრომლები დამსწრე საზოგადოებას კონსულტაციებს ჩაუტარებენ.
ჰიპერტენზიის კვირეული 1-დან 7 აპრილის ჩათვლით გაიმართება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, №06 აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი