2013-10-21

თსუ-ში დავით დოიაშვილის სპექტაკლი "ჯინსების თაობა" გაიმართება

21 ოქტომბერს, 20:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით,  დავით დოიაშვილის სპექტაკლი  "ჯინსების თაობა" გაიმართება. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თავისუფალი თეატრის დასის მსახიობები.

თსუ სტუდენტური თვითმმართველობა  თსუ-ს  სტუდენტებს საშუალებას აძლევს  უფასოდ დაესწრონ აღნიშნულ სპექტაკლს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი






« იხ. ყველა ანონსი