2014-09-20
რეზო ყარალაშვილის წიგნადი ფონდის პრეზენტაცია
20 სექტემბერს, 18:00 საათზე
ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში რეზო ყარალაშვილის წიგნადი ფონდის
პრეზენტაცია გაიმართება. ცნობილი ქართველი ლიტერატორის და გერმანისტის
რეზო ყარალაშვილის პირადი
ბიბლიოთეკის ნაწილი მემკვიდრეებმა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას
გადასცეს, რათა ამ უნიკალური წიგნებით სარგებლობა თემატიკით დაინტერესებულ
მეცნიერებს თავისუფლად შეეძლოთ. ბიბლიოთეკამ ფონდის ელექტრონული კატალოგი
გააკეთა, რომლის დემონსტრირებაც მოხდება პრეზენტაციაზე.
ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას გადმოეცა მეცნიერის საცხოვრებელ ბინასა და თსუ გოეთეს კაბინეტში დაცული პირადი ბიბლიოთეკის ნაწილი. გაკეთდა აღნიშნული წიგნების ციფრული კატალოგი, რომლის დემონსტრირებაც მოხდება პრეზენტაციაზე, თავად წიგნებს კი სამეცნიერო ბიბლიოთეკის საცავში გამოეყო ადგილი.
ცნობილი გერმანისტის კოლეგები და დაინტერესებული მკითხველი უახლოესი მომავლიდან შეძლებენ ამ წიგნებით სარგებლობას სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ნამდვილად იშვიათი და ფასდაუდებელი წიგნადი ფონდი შეიძინა ლიტერატორებისა და გერმანისტიკით დაინტერესებული მკვლევარებისთვის.
პრეზენტაციას დაესწრებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თსუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, ლიტერატურის მკვლევარები, გერმანული ენის სპეციალისტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ფართო საზოგადოება.
მისამართი: მ.ალექსიძის ქ. 1/4, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი