2016-06-09

პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის 90 წლის იუბილე

9 ივნისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ამავე ფაკულტეტთან არსებული ქართული ენის ინსტიტუტი მართავენ პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას.
ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პროფესორი დარეჯან თვალთვაძე,  სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები,  თსუ სტუდენტები, იუბილარის ოჯახის წევრები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 214 -ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი