2013-04-19

დონალდ რეიფილდს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

19 აპრილს, 12.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება ცნობილ ქართველოლოგს, ლონდონის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორს დონალდ რეიფილდს.
დონალდ რეიფილდი  ქართულ ლიტერატურაზე მრავალი სტატიის ავტორი და ქართული პოეზიის და პროზის უბადლო მთარგმნელია ინგლისურ ენაზე. იგი დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონის (140 000 სიტყვა-სტატია) მთავარი რედაქტორია. ახლახან გამოიცა პროფ. დონალდ რეიფილდის 480-გვერდიანი წიგნი საქართველოს ისტორიაზე. მან ასევე დაასრულა მუშაობა ოთარ ჭილაძის რომანების თარგმანზე: „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და „აველუმი“, რომლებიც მალე გამოიცემა დიდ ბრიტანეთში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი