2011-12-01

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე თსუ-ში

1 დეკემბერს, 15.00 საათზე საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონი” ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, შიდსის ცენტრთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, აწყობს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

ღონისძიება საშუალებას მოგვცემს კიდევ ერთხელ მივაპყროთ ყველა ჩვენგანის ყურადღება ამ სერიოზული პრობლემის ირგვლივ, გამოვხატოთ მხარდაჭერა აივ/შიდსით დაავადებულთა მიმართ და წვლილი შევიტანოთ აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაში.

ღონისძიებაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • აივ ინფექცია/შიდსი, საქართველოში აივ/შიდსთან დაკავშირებული სიტუაციის მიმოხილვა;
  • აივ ინფექციასთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია; აივ ინფიცირებულთა უფლებების დაცვა;

საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონი”, შიდსის ცენტრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ღონისძიებაზე


ღონისძიება ტარდება 1 დეკემბერს, 15:00 საათზე,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, იურიდიული
ფაკულტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში (მე-2 სართ.)
« იხ. ყველა ანონსი